ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირა

ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირაშენს პატარას ძალზე მცირე ადგილიღა რჩება მოძრაობისთვისორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირას, რადგან სიგრძეში 45 სანტიმეტრს აღწევს. მისი წონა კი 2,5 კილოგრამს შეადგენს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი ყოველკვირეულად 220 გრამს მოიმატებს. მართალია, „პატარა აკრობატის“ მოძრაობები მრავალფეროვნებით აღარ გამოირჩევა, მაგრამ მისი ბიძგების რეგულარულობა ადრინდელივით უცვლელი რჩება. ფიზიკურად უკვე მზადაც კი არის, რომ ამ ქვეყანას მოევლინოს; უბრალოდ, ამ და მომდევნო კვირების განმავლობაში მას ორი „საქმე რჩება გასაკეთებელი“: მოიმატოს წონაში და მისი გრძნობათა ორგანოები ბოლომდე განვითარდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს მათი ფუნქციონირების ხარისხი. 34-ე და 38-ე კვირებს შორის პერიოდში, მას საგრძნობლად ეზრდება კანქვეშა ცხიმოვანი შრე; შედეგად, მისი სახისა და მთლიანად, სხეულის ფორმები უფრო მრგვალი, გლუვი და ვარდისფერი ხდება. >>>> Read the rest of this entry »