ვაგინალური კანდიდოზი

ვაგინალური კანდიდოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური ეტიოლოგიის  საშოს დაავადებაა. ბოლო წლებში ვაგინალური კანდიდოზის სიხშირემ მოიმატა. რეპროდუქციული ასაკის 4 ქალიდან სამს მაინც ექნება გადატანილი ვაგინალური კანდიდოზი.
დაავადების გამომწვევი – Candidas გვარის საფუარისებრი სოკოებია. უფრო ხშირად (95%)საშო ზიანდება Candida albicans-ის სოკოებით, იშვიათად – C. tropicalis, C. krusei და სხვ. Candida-ს გვარის სოკოები წარმოადგენენ მომრგვალო ფორმის,  ერთუჯრედიან ანაერობულმიკროორგანიზმებს, ზომით 1, 5-დან 10 მკმ-მდე.  სოკოების ზრდისა და გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 21-37C და სუსტი მჟავე არე. >>>> Read the rest of this entry »