საკვერცხის სიმსივნის განსაკუთრებული ფორმები

არენობლასტომა – საკვერცხის ჰორმონომაპროდუცირებელი, დამვაჟკაცებელი სიმსივნე. ხშირად გააჩნია ავთვისებიანი მიმდინარეობა. გვხვდება 25 – 30 წლის ასაკის ახლგაზრდა ქალებში. გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს – ტესტოსტერონს, რაც განაპირობებს კიდეც მასკულინიზაციის მკვეთრად გამოხატულ სურათს: ხმის დაბოხება, ქალის სახეზე მამაკაცის ტიპის თმიანობისა და მამაკაცური ნაკვთების გაჩენა. დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე (სისხლში და შარდში ჰორმონების განსაზღვრა). მკურნალობა – ქირურგიული. აუცილებელია ოპერაციის დროს სასწრაფო ციტოდიაგნოსტიკა ოპერაციის მოცულობის განსაზღვრის მიზნით. Read the rest of this entry »