საკვერცხის ცისტა ovarian [oophoritic] cyst

საკვერცხის ცისტა
საკვერცხის ცისტა
საკვერცხის ცისტა - რეტენციული წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება სეკრეტის დაგროვების შედეგად საკვერცხის ღრუში. განასხვავებენ შემდეგ ფორმებს: ფოლიკულური, ყვითელი სხეულის ცისტა, პარაოვარიული ცისტა, დერმოიდული ცისტა, ენდომეტრიული ცისტა.
საკვერცხის ცისტა – სიმპტომები, მიმდინარეობა.წარმონაქმნს არა აქვს დიდი ზომები, რამდენადაც ადგილი არა აქვს უჯრედული ელემენტების პროლიფერაციას, ხოლო სითხის დაგროვება ხდება პასიურად. ავადმყოფებს ჩივილები არა აქვთ, მენსტრუალური ციკლი დარღვეული არ არის. ცისტების მეორადი ცვლილებების დროს (გადაგრეხა, სისხლჩაქცევა) ვითარდება მწვავე მუცლის სიმპტომები. დიაგნოზის დადგენა ხდება ავადმყოფის გინეკოლოგიური გამოკვლევით. დიაგნოზი ზუსტდება ოპერაციის დროს და ამოკვეთილი პრეპარატის შემდგომი პათომორფოლოგიური გამოკვლევით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდებასაკვერცხის ცისტომასთან და საშვილოსნოს დამატების ანთებითი ცვლილებებათ (ჰიდროსალპინქსი). Read the rest of this entry »