პარამეტრიტი parametritis

პარამეტრიტიპარამეტრიტი - საშვილოსნოს ირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. გამომწვევი – ხშირად ოქროსფერისტაფილოკოკი ან ეშერიხია, ზოგჯერ – მიკროორგანიზმთა ასოციაცია. ინფექციასაშვილოსნოდან და დანამატებიდან ვრცელდება ლიმფური გზებით. განსაკუთრებით ხშირად პარამეტრიტი ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებისა დატრავმების შერწყმისას (საშვილოსნოს ყელისაბორტის შემდგომი დაზიანებები,საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია და დიათერმოექსპოზიცია, საშვილოსნოს ან დანამატების ოპერაციული ჭრილობა). ანთებაჩვეულებრივ ვრცელდება გარკვეულ მიდამოში: ყელის წინა ნაწილიდან ინფილტრატი ვრცელდება შარდის ბუშტის ლატერალური კიდეებით მუცლის წინა კედელზე; ყელის წინაგვერდითი ნაწილებიდან – პუპარტის იოგამდე და მუცლის გვერდით ნაწილებამდე; ყელის უკანა გვერდითი ნაწილებიდან – მენჯის კედლებამდე; ყელის უკანა ნაწილიდან – სწორ ნაწლავამდე. ანთებითი ინფილტრატი შეიძლება გაიწოვოს, დაჩირქდეს ან მიიღოს ქრონიკული მიმდინარეობა. Read the rest of this entry »