ამენორეა amenorrhea

ამენორეა - მენსტრუაციის არარსებობა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. განასხვავებენ ჭეშმარიტ და ცრუ ამენორეას. ჭეშმარიტი (ნამდვილი) ამენორეის დროს საკვერცხეებში, ენდომეტრიუმსა და მთლიანად, ორგანიზმში ციკლური ცვლილებები არ აღინიშნება. ჭეშმარიტი ფიზიოლოგიური ამენორეას ადგილი აქვს ბავშვთა ასაკში, ორსულობის,ლაქტაციისა და მენოპაუზის დროს. პათოლოგიური ამენორეა შეიძლება იყოს პირველადი (მენსტრუაცია არასოდეს აღნიშნულა) და მეორადი (მენსტრუაციის შეწყვეტა).
 ამენორეა
პირველადი ამენორეა ხშირად განპირობებულია გენეტიკური პათოლოგიით (გონადების დისგენეზია), ასევე სქესობრივი განვითარების შეფერხებით (მძიმე ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები). მეორადი ამენორეა აღინიშნება ინფექციური და სომატური დაავადებების (ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ტიფები, გულის მანკები, ღვიძლის დაავადებები და სხვ.), მძიმე ინტოქსიკაციების, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობების, ალიმენტური და ჰორმონული (ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზისსაკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებები) დარღვევების დროს. Read the rest of this entry »