ალტრუიზმი

სქესობრივი ალტრუიზმი (ფრანგ. Altruism, ლათ. alter – სხვა) ქცევის ზნეობრივი პრიციპია,  სექსუალურ ურთიერთობებში ეგოისტური ტენდენციის დათრგუნვით ხასიათდება, ეს არის უანგაროდ გაწეული სამსახური ახლო  ადამიანისათვის, პარტნიორის  ინტერესების გამო საკუთარის უგულვებელყოფისადმი მზადყოფნა. ალტრუიზმი ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრების საწინდარია, როდესაც მეორე პარტნიორშიც იწვევს საპასუხოდ ამგვარი ქცევის მოთხოვნილებას. ტერმინი ფრანგმა ფილოსოფოსმა ო.კონტიმ შემოიღო, რომელმაც მოცემული პრინციპი დაუდოს საფუძვლად მის მიერ მოწოდებულ ეთიკურ სისტემას. კონტის შეხედულებების თანახმად, საზოგადოების ეთიკური სრულყოფა შესაძლოა განხორციელდეს ადამიანებში სათანადო აღზრდისა და მათში  ალტრუისტული ქცევის განვითარებით, რაც უნდა შეეწინააღმდეგოს მათში ბუნებრივ ეგოისტურ საწყისს და დააქვეითოს მისი დონე. >>>>Read the rest of this entry »