ენდომეტრიოზი endometriosis

ენდომეტრიოზი – ენდომეტრიუმის ჰეტეროტოპია ორგანოებსა და ქსოვილებში, სადაც იგი ნორმაში არ არის. ენდომეტრიუმის უბნები იმპლანტირდება სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში; შესაძლებელია პროცესის გადატანა ჰემატოგენური გზით. ენდომეტრიული ჩანართები შესაძლებელია აღინიშნოს საშვილოსნოს სისქეში (ადენომიოზი), საშვილოსნოს მილებში, მცირე მენჯის პერიტონეუმში, მიმდებარე ქსოვილებში, საშოში, საშვილოსნოს ყელში ჩაზრდით, საკვერცხეში ცისტების წარმოქმნით (,,შოკოლადის  ცისტები”), ნაწიბურებისას საკეისრო კვეთის შემდეგ, იშვიათად – საშვილოსნოდან დაშორებულ ორგანოებსა და ქსოვილებში.
 ენდომეტრიოზი
არაიშვიათად ენდომეტრიოზს თან ახლავს პერიფოკალური ანთებაც. ენდომეტრიოზის გავრცელება და განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული საკვერცხეების ფუნქციასთან. ბუნებრივი ან ხელოვნური მენოპაუზის დროს ენდომეტრიოზის კერები ექვემდებარებიან უკუგანვითარებას. Read the rest of this entry »