ორსულობის 34-ე (ოცდამეთოთხმეტე) კვირა

ორსულობის 34-ე (ოცდამეთოთხმეტე) კვირას შენი პაწაწინა 2,3 კილოგრამს იწონის, სიგრძეში კი 44 სანტიმეტრს აღწევს. მის კანქვეშ არსებული ცხიმოვანი შრე, რომელიც პატარა ორგანიზმს თერმორეგულაციაში უნდა დაეხმაროს, თანდათან სქელდება. შედეგად, პაწაწინა არსებას სახეც და სხეულიც უმრგვალდება. ორსულობის ამავე პერიოდში თავის ბუნებრივ სახეს იღებს ნერვული სისტემა და ფილტვები. ახლა მშობიარობაც რომ დაგეწყოს, სანერვიულო არაფერია: ჩვეულებრივ, იმ ბავშვებს, რომლებიც 34-ე და 37-ე კვირებს შორის პერიოდში იბადებიან, აქვთ გადარჩენის შანსი. მათ რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ. ოღონდ, ეგ არის, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული ხნის განმავლობაში მათი ინკუბატორში განთავსება. საერთოდ, ამ პერიოდში დაბადებული ბავშვები თავს ნორმალურად გრძნობენ-ხოლმე. >>>> Read the rest of this entry »