ორსულობის 36-ე (ოცდამეთექვსმეტე) კვირა

ორსულობის 36-ე (ოცდამეთექვსმეტე) კვირაორსულობის 36-ე (ოცდამეთექვსმეტე) კვირას ბავშვი 46 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. მართალია, კლასიკური გაგებით, იგი 2,7 კილოგრამს უნდა იწონიდეს, მაგრამ სინამდვილეში წონის მაჩვენებელი მერყეობს (ეს დამოკიდებულია არა მარტო მემკვიდრეობით, არამედ სხვა ფაქტორებზეც). რაც მთავარია, ამ ეტაპზე პრაქტიკულად იგი უკვე ითვლება მუცელში ზრდადასრულებულ ნაყოფად. შესაბამისად, ის ბავშვები, რომლებიც ორსულობის 37-ე და 42-ე კვირებს შორის პერიოდში იბადებიან, ზრდადასრულებულად ითვლებიან. ხოლო 37-ე კვირამდე დაბადებული ბავშვი დღენაკლია. ასევე კლასიკური გაგებით, ამ დროისთვის ნაყოფის მდებარეობა ხასიათდება, როგორც თავის წინამდებარეობა, ანუ მისი თავი დაბლა, საშოსკენ არის მიმართული და მზად არის დაბადებისთვის. >>>> Read the rest of this entry »