ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირა

ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირაშენი პირმშო მოუთმენლად ელის ახალ სამყაროსთან შეხვედრის მომენტს.ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირასაც ინტენსიურად განაგრძობს კანქვეშა ცხიმის დაგროვებას. როდესაც დაიბადება, სწორედ ცხიმის ფენა უნდა დაეხმაროს თერმორეგულაციაში. იგი ამჟამად 3,2 კილოგრამს იწონის. სიგრძეში კი 48 სანტიმეტრია. ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირას მისი ჩამოყალიბების პროცესი პრაქტიკულად მთლიანად დასრულებულია. ფუნქციური სისტემები გაძლიერებულ რეჟიმში ემზადებიან საშვილოსნოს გარეთ ცხოვრების ადაპტაციისთვის. ზოგი ორგანო და სისტემა უკვე ასრულებს თავის სპეციფიკურ ფუნქციებს. სრულ მზადყოფნაშია საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ჩამოყალიბებულია ნაწლავები და სუსტად, მაგრამ მაინც ასრულებს პერისტალტურ მოძრაობებს. უკვე ფუნქციონირებს კუჭის ჯირკვლები; კუჭქვეშა ჯირკვლის სტრუქტურები ფორმირებულია და მზადაა, საჭმლის მომნელებელ პროცესში ჩაერთოს. საჭმლის მომნელებელი სისტემის შიდა ნაწილი აბსოლუტურად სტერილურია. >>>> Read the rest of this entry »