ორსულობის 41-ე (ორმოცდამეერთე) კვირა

ორსულობის 41-ე (ორმოცდამეერთე) კვირამართალია, უკვე დრო არის, რომ შენმა პაწაწინა მემკვიდრემ „გუდა-ნაბადი აიკრას“ და ყველას დაენახვოს, მაგრამ იგი ძველებურად წევს და ზრდას განაგრძობს. როგორ კომფორტულადაც არ უნდა გრძნობდეს თავს, იქ დიდხანს ვერ გაჩერდება. გამორიცხული არაა, შენმა ექიმმა შემოგთავაზოს: თუ მომავალ კვირას ბავშვი მაინც არ დაიბადება, ხელოვნურად გამოიწვიონ სტიმულირება. ბუნებრივია, გინეკოლოგები არ გირჩევენ, რომ მშობიარობამ 42 კვირაზე მეტხანს გასტანოს, რადგან დიდია რისკი, ამან სერიოზული პრობლემა შეგიქმნათ შენც და ბავშვსაც. ფეხმძიმეთა დაახლოებით 5-6% 40 კვირას 2-3 კვირით გადააცილებენ-ხოლმე. ბავშვები, რომლებიცორსულობის 42-ე კვირას იბადებიან, დაფარულნი არიან გამომშრალი წითელი კანით და საკმაოდ დიდი წონა აქვთ, დადგენილ ნორმასთან შედარებით. დაგვიანებული მშობიარობა ქმნის მუცლის მოწყვეტის საშიშროებას, ან საკეისრო კვეთა ხდება აუცილებელი. >>>> Read the rest of this entry »