ვაგინიტი vaginitis

ვაგინიტი (კოლპიტი) – საშოს ლორწოვანი გარსის ანთება. გამომწვევი: სტრეპტოკოკი დასტაფილოკოკი, ეშერიხიები, ტრიქომონადები, სოკოები (კანდიდები). განმაპირობებელი ფაქტორებია: ზოგადი დაავადებები, საკვერცხეების ჰიპოფუნქცია, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ინვოლუციური პროცესები მოხუცებულობით ასაკში.
 ვაგინიტი
ვაგინიტი (კოლპიტი) – სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ მიმდინარეობას. მწვავე ანთების დროს ავადმყოფი უჩივის სიმძიმეს საშოში, წვას და ქავილს გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, აღენიშნება უხვი სეროზულ-ჩირქოვანი თეთრად შლა. საშოს სარკეებით დათვალიერებისას ვლინდება საშოს ლორწოვანის ჰიპერემიაწვრილწერტილოვანი სისხლდენებითა და უხვი თეთრად შლით. ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფებს ჩივილები არ აღენიშნებათ. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზით, გინეკოლოგიური გამოკვლევებისა და ბაქტერიოსკოპიის მონაცემებით. Read the rest of this entry »