მონონევროპათიები (ნევრიტები და ნევრალგიები)

მონონევროპათიები (ნევრიტები და ნევრალგიები) - ცალკეული ნერვული ღეროს იზოლირებული დაზიანება.
მონონევროპათიები - ეტიოლოგია. დაავადებას საფუძვლად უდევს ნერვული ღეროს ტრავმა, კომპრესია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ნერვის ზედაპირული მდებარეობა ძვალზე ან მისი გამავლობა არხებში, რომლებიც წარმოქმნილია ძვალ-იოგოვანი და კუნთოვანი ელემენტებისაგან. ასეთ დროს ნერვული ღეროების შესაბამისი უბნები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ქრონიკული პროფესიული ან სპორტული ტრავმისადმი და სხვ. ასევეათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის, იშემიით გამოწვეული კვანძოვანი პერიარტერიიტის დროს. ცალკეული ნერვების უშუალო ინფიცირება საკმაოდ იშვიათია (დამახასიათებელია მხოლოდ კეთრისათვის). მრავალ შემთხვევაში დაავადების ეტიოლოგია გაურკვეველია. Read the rest of this entry »