საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები dysfunctional uterine bleeding

საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები - ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება სისხლდენები, რომლებიც წარმოიქმნება საკვერცხეების მიერ სასქესო ჰორმონების რიტმული პროდუქციის დარღვევის შედეგად. განასხვავებენ სისხლდენას იუვენილურ ასაკში, შვილოსნობისა და კლიმაქტერულ პერიოდში. გოგონებში სისხლდენა დაკავშირებულია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ფუნქციის დარღვევებთან. შვილოსნობის პერიოდში დისფუნქციური სისხლდენები ხშირად განპირობებულია სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესებით, ხოლო კლიმაქტერულ პერიოდში – მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებით.
 საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები
საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების პათოგენეზს საფუძვლად უდევს ოვულაციის პროცესის დარღვევები, როგორც ფოლიკულების პერსისტეციის ან ატრეზიის შედეგი. ამის შედეგად, ყვითელი სხეული არ წარმოიქმნება, არ ხდება ენდომეტრიუმის სეკრეტორული ტრანსფორმაცია. Read the rest of this entry »