კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება – ხასიათდება წყლულების გაჩენით
კუჭის ან
თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და
რემისიებით (ზოგჯერ ხანგრძლივი); მამაკაცები 4 – 5 – ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. როგორც ჩანს, წყლულების გაჩენაში გადამწყვეტ როლს თამაშობს
კუჭის წვენის ზემოქმედება კუჭ –
ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე და უფრო ღრმა შრეებზე. ეს დაკავშირებულია
კუჭის წვენის მომატებულ სეკრეციასთან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მარილმჟავასა და პროტეოლიზურ ფერმენტებს, აგრეთვე
კუჭის წვენის ზემოქმედებისგან ლორწოვანი გარსის დამცველობითი მექანიზმების აქტიურობის შემცირებასთან.
Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий