ორსულობის 32-ე (ოცდამეთორმეტე)კვირა

1,8 კილოგრამის წონისა და 42 სანტიმეტრის სიგრძის
ნაყოფი,ბუნებრივია, საკმაო ადგილს იკავებს შენს მუცელში. მისი სახიდან ამ დროისთვის თითქმის მთლიანად გამქრალია ნაოჭები. გარდა ამისა,
ორსულობის 32-ე (ოცდამეთორმეტე)კვირაზე ნაყოფს პრაქტიკულად ჩამოყალიბებული აქვს ფრჩხილები ფეხებსა და ხელებზე, ასევე – თმაც; ყოველ შემთხვევაში, მის სხეულზე კარგად განირჩევა ღინღლი.
კანი კი, ადრინდელთან შედარებით, რბილი და გლუვი აქვს.
ორსულობის 32-კვირას თითქმის ბოლომდეა ჩამოყალიბებული გული, თუმცა ეს ორგანოც და მთელი სისხლის მიმოქცევის სისტემაც ინარჩუნებს ნაყოფისთვის დამახასიათებელ გარკვეულ თავისებურებებს: მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის კვლავ რჩება ოვალური ხვრელი, რომელიც ბავშვს დაბადებისას ეხურება.
>>>> Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий