ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირა

ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირას შენი ნაყოფისპარამეტრები ასეთია: იწონის 2 კილოგრამს, სიგრძეში კი 43 სანტიმეტრს აღწევს. მოკლედ, ვერაფერს იტყვი: „შრომობს“, როგორც შეუძლია… იერ-სახესაც სწრაფად იცვლის – ის აღარ წააგავს დანაოჭებულ „უცხოპლანეტელს“; უკვე შეღინღლული პატარა ადამიანია. ამავდროულად, ჯერ არაა გამაგრებული მისი თავის ქალის ძვლები, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დედის მუცელში და მშობიარობისას გზა გაიკვლიოს გარეთ გამოსასვლელად (სხვათა შორის, მშობიარობისას ბავშვის თავი ისეთი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ ზოგი ოდნავ წაგრძელებული თავით იბადება). ზოგადად, ადამიანის თავის ქალის გაძვალება სრულდება მაშინ, როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი.ორსულობის 33-ე (ოცდამეცამეტე) კვირა გრძელდება არა მარტო ფილტვების ალვეოლთა, არამედ ღვიძლის ნაწილაკების ჩამოყალიბება: ისინი თანდათან თავის ფორმასა და ფუნქციას იძენენ. >>>> Read the rest of this entry »