ორსულობის 37-ე (ოცდამეჩვიდმეტე) კვირა

ორსულობის 37-ე (ოცდამეჩვიდმეტე) კვირაორსულობის 37-ე (ოცდამეჩვიდმეტე) კვირას შენი ბავშვი უკვე ზრდადასრულებულად ითვლება. იცი ეს რას ნიშნავს? – უცბადმშობიარობა რომ დაგეწყოს, ექიმები ამ პროცესს მწვანე შუქს აუნთებენ: ბავშვს ფილტვები უკვე ჩამოყალიბებული აქვს საიმისოდ, რომ დედის მუცლიდან გამოსვლისას დამოუკიდებლად ამოისუნთქოს. აბა, უკან მიიხედე – რამდენი ღელვა, სიხარული და აღმოჩენა მოგიტანა გასულმა 8 თვემ. აი, პატარა უკვე შენთან უშუალო შეხვედრის ზღვარზე დგას! იგი ამ ეტაპზე უკვე 2,95 კილოგრამს იწონის. მისი სიგრძე 47 სანტიმეტრს აღწევს, ანუ ყოველ მომდევნო კვირას 1 სანტიმეტრით იმატებს. საინტერესოა, რომ ხშირად ახალშობილებს თმის სიჭარბე ახასიათებთ, რომლის სიგრძე ნახევარი სანტიმეტრიდან 4 სანტიმეტრამდე მერყეობს. არ გაგიკვირდეს, თუ შენი შვილის თმის ფერი შენსას ან მეუღლის თმის ფერს არ ემსგავსება. არცთუ იშვიათად, იმ წყვილს, რომელთაც ღია ფერის თმა აქვთ, ყავისფერთმიანი შვილი უჩნდებათ, ანდა – პირიქით. ასევეა თვალების ფერიც, რომელიც თმის ფერივით დროთა განმავლობაში იცვლება-ხოლმე. >>>> Read the rest of this entry »