ორსულობის 38-ე (ოცდამეტვრამეტე) კვირა

ორსულობის 38-ე (ოცდამეტვრამეტე) კვირაორსულობის 38-ე (ოცდამეტვრამეტე) კვირას შენმა მემკვიდრემ თითქმის უკვე დაამთავრა ჩამოყალიბება. ახლა იგი ყოველდღე 28-30 გრამს იმატებს. 3,1 კილოგრამს იწონის. 47 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. უკვე ძალაც აქვს ხელში, რაშიც მაშინვე დარწმუნდები, როდესაც პირველად აიყვან ხელში და თავის პაწაწინა თითებს მოგიჭერს. ამ პერიოდისთვის მისი ორგანოები უკვე მზადაასაშვილოსნოს გარეთ არსებობისთვის. საინტერესოა, რა ფერის თვალები ექნება? თუ, მაგალითად, მუქი თაფლისფერი თვალები ექნება, ეს ფერი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაცრისფერი ან ცისფერი თვალები ექნება, შესაძლოა მიეცეს მწვანე ფერი, ან ნაცრისფერი შეინარჩუნოს. ისიც შეიძლება, 9 თვის ასაკში მუქი თაფლისფერი ან წაბლისფერიც გაუხდეს. თუმცა, როგორც წესი, ჩვილის თვალების ფერი შემდგომში არ ღიავდება, ანუ ცისფერი ან ნაცრისფერი ვერ გახდება: მუქი ფერის თვალებში მეტია პიგმენტების შემცველობა, ვიდრე – პირიქით. ორსულობის 38-ე (ოცდამეტვრამეტე) კვირას მთავრდება ფილტვების ალვეოლების ჩამოყალიბება და თითოეულ მათგანს სურფაქტანტი ფარავს. თავის ტვინში არსებულ სუნთქვით ცენტრს ახლა უკვე შეუძლია სუნთქვის პროცესის უზრუნველყოფა. >>>> Read the rest of this entry »