გონორეული ენდომეტრიტი

საშვილოსნოს ყელიდან საშვილოსნოს ღრუში მოხვედრილი გონოკოკები  ვრცელდებიან, აღწევენ  უჯრედთაშორის სივრცეებსა  და ლორწქვეშა გარსს და იწვევენ  მწვავეენდომეტრიტს.
გონორეული ენდომეტრიტის სიმპტომები. ქალთა ნაწილი უჩივის მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს, მენსტრუაციის რეგულარობის დარღვევას, აღნიშნავს მის გახანგრძლივებას, ტკივილებს. სხვები უჩივიან თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს,  სხეულის ტემპერატურის მომატებას 38-39 გრადუსამდე და მეტი. მწვავე ენდომეტრიტისთვის დამახასიათებელია გამონადენის მომატება,  რომელიც შეიძლება იყოს  ჩირქოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი ან ლორწოვანი. გამონადენის ხასიათი დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ინტენსივობაზე,  ასევე საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან გამოყოფილ ნარევებზე. საშვილოსნოს პალპაციისას აღინიშნება მისი სირბილე და მტკივნეულობა. >>>> Read the rest of this entry »