ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება არასასიამოვნო სუნის გამონადენით, ლორწოვანი გარსის ანთების ნიშნების გარეშე. წარმოიქმნება ქალის საშოშო არსებული საკუთარი მიკროფლორის დაზიანების შედეგად.
ზრდასრული ჯანმრთელი ქალის საშოს მიკროფლორის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები (დედერლეინის  ჩხირები). მათ კვებავს გლიკოგენი – შაქარი, რომელიც ლაქტობაქტერიების მოქმედებით გარდაიქმნება რძის მჟავად.  რძის მჟავა განაპირობებს საშოს ბუნებრივ მჟავე არეს, რომელიც სხვადასხვა სახეობის გარედან შემოსული მიკრობებისთვის დამღუპველია.დისბაქტერიოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობა მკევთრად ქვეითდება, იცვლებასაშოს მჟავიანობა და პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იქმნება გამრავლების არე, რომელთა ცხოველმოქმედების  პროდუქტები უფრო მეტად თრგუნავენ  ლაქტობაქტერიების ზრდას. >>>> Read the rest of this entry »