საშვილოსნოს ყელის ეროზია cervical erosion

საშვილოსნოს ყელის ეროზია (ლორწოვანი გარსის დისპლაზია) – საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაწყლულება. მის წარმოქმნას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის გადმობრუნება, ყელის დაზიანებები (გახევები) მშობიარობისა და აბორტების დროს. ქრონიკული ენდოცერვიციტის დროს ხანგრძლივი პათოლოგიური გამონადენი იწვევს ყელის ეპითელის მაცერაციას.
 ეროზია
საშვილოსნოს ყელის ეროზია – სიმპტომები, მიმდინარეობა. ეპითელის დეფექტი არის კაშკაშა წითელი ფერის, სისხლმდენი შეხებისას. ცრუ ეროზია ხასიათდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელის ცილინდრულით ჩანაცვლებით. განასხვავებენ მარტივ (გლუვი ზედაპირი), ჯირკვლოვან (ჯირკვლების მნიშვნელოვანი განვითარებით) და პაპილარულ (დვრილოვანი წანაზარდები ზედაპირზე) ეროზიას. Read the rest of this entry »