ენდოცერვიციტი endocervicitis

ენდოცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. ინფექციისგამომწვევია გონოკოკი, ჩირქმბადი მიკრობები.
ენდოცერვიციტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება საშოდან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენით; მტკივნეულობა არ აღინიშნება. კლინიკური სურათი მწირედ არის გამოხატული. მწვავე სტადიაში ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის ირგვლივ და ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ჰიპერემია თითქმის აღარ აღინიშნება, გამონადენი რჩება. პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელის გასქელება (ჰიპერტროფია). პროცესის ეტიოლოგიის დადგენის მიზნით აუცილებელია საშოდან გამონადენის მიკროსკოპიული გამოკვლევა. Read the rest of this entry »