понедельник, 23 января 2017 г.

გინეკოლოგიური დაავადებების სიმპტომები

მზადდება სოციოლოგიური გამოკითხვების გვერდი. ტექსტობრივი მასალა ეკუთვნის geosexmd.com. აქ დევს ეკრანზე სადემოსტრაციოდ. სოციოლოგებთან მუშაობისა და გამოკითხვების მომზადების შემდეგ წაიშლება. თემით დაინტერესებულ პირებს, ვურჩევთ გაეცნონ საიტს geosexmd.com



გინეკოლოგიური დაავადებები ქალს ცხოვრების მანძილზე ხშირად ხვდება. ქალი მუდამ ყურადღებით უნდა იყოს, რომ ყველა პათოლოგია ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს და რაიმე სერიოზული არ გამოეპაროს.
ქვემოთ მოკლედ არის ჩამოთვლილი გინეკოლოგიური დაავადებების ის ძირითადი კლინიკური ნიშნები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალისტთან კონსულტაციას:

- საშოდან გამონადენის ხასიათი შეიცვალა, გამონადენი გახდა ჭარბი, შეიცვალა ფერი, კონსისტენცია და სუნი (ჩირქის, ან მყრალი თევზის სუნის მქონე);

- ძლიერი ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში;

- შარდვის გახშირება, შარდვის დროს წვის შეგრძნება;

- მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;

- სექსის დროს უსიამოვნო გრძნობა და ტკივილი (საუბარი არ არის სქესობრივი ცხოვრების დესაწყის პერიოდზე, როცა ტკივილი ჩვეულებრივი მოვლენაა);

- ანთების ადგილობრივი სიმპტომების გაჩენა (სიწითლე, შეშუპება, მტკივნეულობა და ა.შ);

- მენსტრუალური ციკლის დარღვევები;

- ორგანიზმის ზოგადი რეაქციები: ღებინება, გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა;

- უშვილობის ნიშნები.

..

Комментариев нет:

Отправить комментарий