воскресенье, 26 февраля 2017 г.

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი - ენდომეტრიუმიჰეტეროტოპია ორგანოებსა და ქსოვილებში, სადაც იგი ნორმაში არ არის. ენდომეტრიუმის უბნები იმპლანტირდება სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში; შესაძლებელია პროცესის გადატანა ჰემატოგენური გზით. ენდომეტრიული ჩანართები შესაძლებელია აღინიშნოს საშვილოსნოს სისქეში (ადენომიოზი), საშვილოსნოს მილებში, მცირე მენჯის პერიტონეუმში, მიმდებარე ქსოვილებში, საშოში, საშვილოსნოს ყელში ჩაზრდით, საკვერცხეში ცისტების წარმოქმნით (,,შოკოლადის ცისტები"), ნაწიბურებისას საკეისრო კვეთის შემდეგ, იშვიათად - საშვილოსნოდან დაშორებულ ორგანოებსა და ქსოვილებში. 
არაიშვიათად ენდომეტრიოზს თან ახლავს პერიფოკალური ანთებაც. ენდომეტრიოზის გავრცელება და განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული საკვერცხეების ფუნქციასთან. ბუნებრივი ან ხელოვნური მენოპაუზის დროს ენდომეტრიოზის კერები ექვემდებარებიან უკუგანვითარებას.


იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2009/06/25/endometriosis/


Комментариев нет:

Отправить комментарий